GEO RUS ENG
კომპანიის შესახებ
კომპანია “ენისელი-ბაგრატიონის” მთავარი პრიორიტეტია ქართულ მეღვინეობაში უძველესი ტრადიციული ხელოვნებასა და რთული თანამედროვე მეთოდების გაერთიანება.
კომპანია “ენისელი-ბაგრატიონი” ფუნქციონირებს 2003 წლიდან ცნობილი ქართველი მეღვინისა და საზოგადო მოღვაწის ზაქარია ჯორჯაძის მიერ 1887 წელს დაარსებული ღვინის მარნისა და შემდგომ ენისლის ღვინის ქარხნის ბაზაზე. კომპანიის შემქმნელი და მფლობელი ზაქარია ჯორჯაძის შთამომავალი, ბაგრატიონთა ოჯახია.
კომპანიამ შესძლო სამოქალაქო ომის შედეგად ნგრევისა და განადგურების პირამდე მიყვანილი ყოფილი ენისლის ღვინის ქარხნის აღორძინება, მისი დასავლურ სტანდარტებზე გადაყვანა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა.
დღეს კომპანია იღებს და ამუშავებს ადგილობრივ მიკროზონაში (ენისელი, შილდა, გრემი) არსებულ ჯიშის ყურძენს. (რქაწითელი, მწვანე, საფერავი)
ქარხანის მაქსიმალური სიმძლავრეა 2500-3000 ტონა ყურძნის გადამუშავება.
მშრალი ტიპის წითელი და თეთრი ღვინოების, ცქრიალა ღვინის წარმოება. ნაწილობრივ ქარხანა თეთრი მშრალი ღვინიდან გამოჰყავს საკონიაკე სპირიტი, რომლის შემდგომი დაძველების შედეგად მიღებული კონიაკით, განთქმულია საქართველოს ამ რეგიონის მიკროზონა.