GEO      RUS     ENG

ენისელის ღვინის ქარხანა ქართველი მეღვინისა და საზოგადო მოღვაწის ზაქარია ჯორჯაძის მარნის ნაფუძვარზე მე-19 საკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა. ქარხნის ამუშავებიდან ძალიან მალე, 1888 წელს “ზაქარია ჯორჯაძე და კომპანიის” ღვინომ ბრიუსელში საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს მედალი მიიღო. ენისელის ბრენდს საქართველოს გასაბჭოების მერეც არ დაუკარგავს მნიშვნელობა და პრესტიჯი, იგი მთელ საბჭოეთის სივრცეში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა. ქარხანამ მე-20 საუკუნის 90 –იან წლებამდე იარსება.

საქართველოში მომხდარმა სამოქალაქო ომმა განადგურების პირამდე მიიყვანა ენისელის ქარხნის წარმოება. 2003 წლიდან ქარხნის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. ზაქარია ჯორჯაძის შთამომავლებმა, კერძოდ, ბაგრატიონების ოჯახმა ქარხნის აღორძინება, მისი დასავლურ სტანდარტებზე გადაყვანა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა ითავა.