GEO      RUS     ENG

საკონსერვი სარმოება

2014 წლიდან „ენისელი ბაგრატიონი“ აწარმოებს ხილის ნატურალურ კონსერვებს და წვენებს, რომელთა დამზადებაც, ფუნქციურად, სრულიად განცალკევებულია ღვინის დაყენების პროცესისაგან.

ჩვენი პროდუქცია არის თანამედროვე ტექნოლოგიების და ძველი საოჯახო რეცეპტების შერწყმის შედეგად მიღებული საუკეთესო ნაწარმი, რომელიც  უმაღლესი ხარისხის ქართული, 100%-იანი ნატურალური პროდუქტისგან მზადდება. ადგილობრივი მრავალფეროვანი და უნიკალური გემოვნური თვისებების მქონე ხილი საუკეთესო ნედლეულია საკონსერვო პროდუქციის წარმოებისთვის.

ჩვენი საკონსერვო წარმოება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პერსონალით და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, აწარმოოს ხარისხიანი, მაღალი კვებითი ღირებულების მქონე საკონსერვო პროდუქცია.