ღვინის სამყარო, ისტორია, სიმშვიდე და არაჩვეულებრივი ჰაერი !!! ყველაფერი ეს შატო ენისელშია.
სასტუმრო „შატო ენისელი“ მდებარეობს კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ორ სოფელს – ენისელსა და საბუეს შორის. სასტუმრო განლაგებულია გრემის მთავარანგელოზის ეკლესიიდან 2 კმ–ით დაშორებით, მდ. ინწობის მარცხენა ნაპირზე, საუცხოო ხედით კავკასიონსა და ყადორის უღელტეხილზე. (სოფ. საბუე სასაზღვრო სოფელია დაღესტანში მიმავალ ძველ ისტორიულ გზაზე).
სასტუმრო ფუნქციონირებს 2011 წლიდან ღვინის ქარხნის „ენისელი ბაგრატიონი“ ტერიტორიაზე და ძირითადად ღვინის ტურებისათვისაა განსაზღვრული. აქ, ღვინის საუკუნოვან სამყაროში, დამსვენებელს მიეცემა საშუალება, დაათვალიეროს ცნობილი ქართველი მეწარმე ზაქარია ჯორჯაძის მიერ მე-19 საუკუნეში დაარსებული მარნის ისტორიული ნაგებობა 120 თიხის ქვევრით, ძველი დანადგარებითა და სხვა მემორიალური ნივთით.
სასტუმროს ტერიტორიაზე შესაძლებელია ქარხნის მრავალფუნქციური წარმოების პროცესების ხილვა და პროდუქციის დაგემოვნება, ექსკლუზიური ღვინოების დეგუსტაცია… აქვე, სასტუმროს ტერიტორიაზე, ზ. ჯორჯაძის შატოა განლაგებული. ისტორიული შენობა 1888 წელსაა აგებული და შემდგომ აღდგენილია მისი შთამომავლების მიერ, რომლებიც სწორედ კომპანია „ენისელი ბაგრატიონის“ მფლობელები არიან.
სერვისი
სასტუმრო მოიცავს 7 ნომერს, აქედან:
- 3 ნომერი 3–ადგილიანი
- 4 ნომერი 2–ადგილიანი
DOUBLE KING ROOM
35 კვმ, ორი ერთადგილიანი საწოლი,
ყავის მაგიდა და სავარძელი, ჩაიდანი, კონდიციონერი,ტელევიზორი,
ინდივიდუალური აბაზანა/საშხაპე, ჰიგიენის საშუალებები,
ჩუსტები, თმის საშრობი.
DOUBLE STANDARD ROOM
15 კვმ, ერთი ორადგილიანი საწოლი,
ყავის მაგიდა, ჩაიდანი, კონდიციონერი,ტელევიზორი,
ინდივიდუალური აბაზანა/საშხაპე, ჰიგიენის საშუალებები,
ჩუსტები, თმის საშრობი.
KING TRIPLE ROOM
40 კვმ, სამი ერთადგილიანი საწოლი,
ყავის მაგიდა და სავარძელი, ჩაიდანი, კონდიციონერი,ტელევიზორი,
ინდივიდუალური აბაზანა/საშხაპე, ჰიგიენის საშუალებები,
ჩუსტები, თმის საშრობი.
